საკონსულო დეპარტამენტი

დირექტორი: გიორგი ტაბატაძე
ტელ: (+995 32) 294 5000 - 23 00
საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზი (9:00 - 18:00): (+995 32) 294 50 50

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საერთო ხელმძღვანელობა და მათთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეწყობა;
  • საკონსულო სფეროში საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა;
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და საკონსულო მონიტორინგის განხორციელება;
  • საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისა და გაფართოების შესახებ წინადადებების მომზადება;
  • საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა;
  • საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობა და წინადადებების შემუშავება;
  • საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
  • საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;
  • კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;
  • საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობა;
  • საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია);
  • საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებათა შემუშავება;
  • საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დოკუმენტების საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან და საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვა;
  • საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის გაფორმება;
  • საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების დაარსების, საკონსულო დაწესებულებების მეთაურთა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეთა, აგრეთვე საპატიო კონსულების ფუნქციების შესასრულებლად პირთა დაშვების საკითხის შესწავლა, რეკომედაციის მომზადება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;
  • მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირზე საქართველოს დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველო;
  • საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველო;
  • უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველო;
  • საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველო.