ამერიკის დეპარტამენტი

დირექტორი: გიორგი ხაბელაშვილი
ტელ: (+995 32) 294 5000 - 15 00

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე ჩრდილოეთ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების და განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების გზით;
  • საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საგარეო საქმიანობისა და კავშირურ-თიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა, დაფარვის რეგიონების სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი კურსის გატარების მიზნით;
  • დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალის და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო და რეგიონული საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;
  • დადგენილი წესით საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • აშშ-სა და კანადის სამმართველო;
  • ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველო.