ევროპის დეპარტამენტი

დირექტორი: ნინო ბარათაშვილი
ტელ:(+995 32) 294 5000 - 14 00
 

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ორმხრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარადგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები ევროპის სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებისა და განხორციელების შესახებ;

დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში, ასევე დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის სახელმწიფოებთან;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინსტრუქციების ოპერატიულ შესრულებას;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასანიშნი პირების თაობაზე;

თ) სუამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობისა და თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია.

2. ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ, აგრეთვე სუამის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი მითითებები და ინსტრუქციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენების, ამ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, აგრეთვე სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე;

დ) მოამზადოს ანგარიშები ოფიციალური და სხვა დელეგაციების ვიზიტების და სუამის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;

ე) აწარმოოს მონიტორინგი ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე სუამის ორგანოებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზე; მათი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დასავლეთ ევროპის სამმართველო

ბ) აღმოსავლეთ ევროპის სამმართველო