აერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი
დირექტორი: ქეთევან კანდელაკი
ტელ: (+995 32) 294 5000 - 19 01
ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
- კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაცია და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- საზღვარგარეთ ქართული კულტურის, სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა, ამ მიზნით უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს დღეების, ხელოვნებისა და სამეცნიერო სფეროებში გამოფენების მომზადება-მოწყობაში სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შესაბამისი საქმიანობის ხელშეწყობა და სათანადო წინადადებათა და რეკომენდაციათა მომზადება;
- საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან თანამშრომლობის განვითარების, საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური და ქართული კულტურის ცენტრების ჩამოყალიბებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
- საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული
- მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
- გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (შემდგომში- „UNESCO“) თანამშრომლობის კოორდიანაცია, UNESCO ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორცილება და მისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; UNESCO-ს შტაბ-ბინასა და UNESCO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა;
- UNESCO-ს კომპეტენციის სფეროებში საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა;
- UNESCO-ს მმართველი და დამხმარე ორგანოების არჩევნებში საქართველოს
- მხრიდან კანდიდატურების წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- UNESCO-ს გენერალური კონფერენციის, აღმასრულებელი საბჭოსა და UNESCO-ს სხვა ორგანოებისა და კომიტეტების სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის საერთო კოორდინაცია:
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა საერთაშორისო სამთავრობო და
- არასამთავრობო ორგანიზაციებთან კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
- დადგენილი წესით, კულტურის, განათლების, მეცნიერების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების პროექტების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების თაობაზე წინადადებათა მომზადება.