საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი

დირექტორი: ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ტელ: (+995 32) 294 5000 - 19 00

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი პოლიტიკური კურსის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით;
  • მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეოე-კონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება პოტენციურ სავაჭრო პარტნიორების შესაბამისი სავაჭრო-ეკონომიკური ინფორმაციის მოძიება- მოპოვებისათვის, ასევე უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო შესრულება;
  • დადგენილი წესით ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო;
  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველო.