საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი

დირექტორი: ირინე ბართაია
ტელ: (+995 32) 294 5000 - 20 00

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • დადგენილი წესით მოამზადოს წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • აუცილებელი წესით, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებების დადებასთან, ტექსტის მიღებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში;
  • მოამზადოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინოს წინადადებები საგარეო პოლიტიკის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დიპლომატიური სამსახურის საკითხებზე საკანონმდებლო და სხვა სახის ნორმატიული აქტების მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე აუცილებელი წესით მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ასეთი წინადადებების შემუშავებაში;
  • კომპეტენციის ფარგლებში იქონიოს პირდაპირი კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • დაამყაროს ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს მათგან თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დახმარების გაწევა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის;
  • საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა;
  • საქართველოს სახელით საერთაშორისო ხელშეკრულებების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით ან სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაცია;
  • საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე საერთო ზედამხედველობის განხორციელება;
  • თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებთან, ასევე საქართველოში აკრედიტირებულ უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება;
  • დეპარტამენტის თანამშრომლების საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
  • დონორებიდან თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო დახმარების მოზიდვა სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურებთან შეთანხმებით და მოზიდული დახმარების ათვისება;
  • კომპეტენციაში შემავალი საკითხების დარეგულირების მიზნით მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა.
  • საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა;
  • საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა უწყებების კოორდინაცია;
  • საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა საქართველოს შესაბამის უწყებაში;
  • აუცილებელი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, ტექსტის შემუშავების/მიღების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და/ან ამგვარ საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვა;
  • საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარება;
  • საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა;
  • აქტუალური საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
  • საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო;
  • მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ანალიზის სამმართველო.