საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი

დირექტორი: თეა მაისურაძე
ტელ: (+995 32) 294 5000 - 18 00

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;
  • საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული დეოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის გატარების მიზნით;
  • კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გზით;
  • კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
  • ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობა.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • გაერო-ს სამმართველო,
  • ეუთო-ს სამმართველო.
  • ევროპის საბჭოს სამმართველო.