მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

დეპარტამენტის დირექტორი: მერაბ ვაშაკიძე
ტელ: (+995 32) 294 5000 - 17 00

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • მეზობელი ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი;
  • მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონალური გაერთიანებების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულებების შემუშავების შესახებ შესაბამის წინადადებათა წარდგენა;
  • მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონალურ გაერთიანებებთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა;
  • დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება მეზობელი ქვეყნების საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზების სრულყოფის მიზნით;
  • მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა;
  • მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს საპარლამენტთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ხელშეწყობა;
  • მეზობელ ქვეყნებთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;
  • საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირ-ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
  • მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა.​

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • რუსეთისა და ბელორუსიის სამმართველო,
  • ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველო.