დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი

დირექტორი: ზურაბ დარჩიაშვილი
ტელ: (+995 32) 294 50 70


დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების ვიზიტების ორგანიზება, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, მინისტერიალების დაგეგმვა და ორგანიზება;

ბ) კონსულტაციის გაწევა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისადმი უცხოელი სტუმრების მიღების ორგანიზებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ასევე მათ წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული რეაგირება;

ე) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის დიპლომატიური, საკონსულო, სამსახურებრივი და სააკრედიტაციო ბარათების განსაზღვრა კლასიფიკაციის მიხედვით და გაცემა;

ვ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი;

ზ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნის შესახებ აგრემანის მოთხოვნა და რწმუნებათა სიგელების დამზადების უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილების დამზადება;

ი) საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;

კ) საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მოგზაურობის დაგეგმვა და განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;

ლ) საჭიროებისას, კომპეტენციის ფარგლებში, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემის განხილვა-გადაწყვეტა;

მ) საერთაშორისო პროტოკოლის პრინციპებისა და ნორმების დაცვის მიზნით, თეორიულ-მეთოდური საქმიანობა საქართველოში არსებული საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.

დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

  • უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციებთან მუშაობის სამმართველო;
  • დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის სამმართველო;
  • ცერემონიების უზრუნველყოფის სამმართველო.