ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

დირექტორი: ირმა ქევხიშვილი
ტელ: (+995 32) 294 5000 - 24 00

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • სამინისტროს კადრების შერჩევა, მომზადება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა;
  • დიპლომატიური რანგებისა და საკლასო ჩინების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა;
  • დიპლომატიური თანამდებობის პირთა როტაციის გეგმისა და როტაციის
  • სრულფასოვან განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი თანამიმდევრული განხორციელება;
  • დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და
  • კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა;
  • დიპლომატიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და მისი სათანადო დონეზე წარმართვისა და რეზერვის წარმოების ორგანიზება;
  • სამინისტროს თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს თანამშრომელთა საპენსიო საბუთების გაფორმება.
  • უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანისა და დიპლომატიურ წარმომადეგნლობებში როტაციის წესით მიმავალ პირთა ბრძანებების პროექტების მომზადება;
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, შრომის წიგნაკებში აუცილებელი ჩანაწერის შეტანა, აღრიცხვა და წარმოება;
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სტაჟირების მასალების
  • მომზადება;
  • მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
  • დიპლომატიური სამსახურის რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, რეზერვიდან კანდიდატთა შერჩევისა და რეზერვიდან დანიშვნის მასალების მომზადება;
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების ცნობების აღრიცხვა;
  • სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.