შიდა აუდიტის დეპარტამენტი

დირექტორი: გიორგი თვალავაძე
ტელ: (+995 32) 294 5000 - 27 00
 

დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზნები და შიდა აუდიტის განხორციელების პრინციპებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცესების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.

2. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი დასკვნების მომზადება.

3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვის, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენების შეფასება, ასევე არსებული მდგომარეობის ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარება.

4. დეპარტამენტის ამოცანაა საგარეო საქმეთა მინისტრი უზრუნველყოს ინფორმაციით სამინისტროში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:

ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ა.ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებში, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებში სამართალდარღვევის ფაქტების, სამსახურებრივი გადაცდომების ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედებების არსებობის შემოწმება (ინსპექტირება) და ამ მიზნით შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ბ.დ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ბ.ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;

ბ.ვ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერსთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;

ბ.ზ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;

ბ.თ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;

ბ.ი) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებზე და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

2. დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

3. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების საშუალებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

ბ) სამინისტროს სისტემაში ჩაატაროს ინსპექტირება, მოამზადოს ინსპექტირების დასკვნა და წარუდგინოს მინისტრს;

გ) მიიღოს და განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებები და წერილები;

დ) სამინისტროს სისტემიდან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა) და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ე) ჩამოართვას განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მითითება სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;

თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, წარუდგინოს წინადადება მინისტრს ან/და შესაბამისი დაწესებულების წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;

ი) ინსპექტირებით/აუდიტორული შემოწმებით გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

დეპარტამენტის მოვალეობანი

დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, ინსტრუქციები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი და სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით;

დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მინისტრს;

ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;

ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

ზ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

თ) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს.

დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) შიდა აუდიტის სამმართველო;

ბ) ინსპექტირების სამმართველო.