პოლიტიკური დეპარტამენტი

დირექტორი: ილია კობერიძე
ტელ: (+995 32) 294 5000 - 11 00

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, ისევე, როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
  • საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლებისა და ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავების გზით;
  • საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში მოცემული მიზნების განსახორციელებლად დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის და ინსტრუქციების შემუშავება;
  • სამინისტროში შექმნილი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების მთავრობის, დიპლომატიური სამსახურისა და ფართო საზოგადოებისადმი წარსადგენად მომზადება;
  • ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად და ამ პოზიციის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს ხელმძღვანელობის ოფიციალური სასაუბროების, გამოსვლების, ინტერვიუების და პუბლიკაციების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების სისტემატიური მონიტორინგი და საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების გამოვლენა, მათი შესწავლა, მოვლენის შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;
  • პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით საელჩოების საქმიანობის კოორდინირება;
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ანგარიშებში ასახული აქტუალური საკითხების და რეკომენდაციების ანალიზი და მათი შესრულების (პრაქტიკული რეალიზაციის) მონიტორინგი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან პოლიტიკური კონსულტაციების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციების შედეგების რეალიზაციის მონიტორინგი;
  • პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებში ვროკავშირის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება.