პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

დირექტორი: მარინე ნარჩემაშვილი
ტელ: (+995 32) 294 5000 - 21 00

ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • სამინისტროს როლის, საგარეო პოლიტიკური კურსის და მისი ძირითადი პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
  • სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო- ანალიტიკური მასალების მომზადება;
  • სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის და მისი პრიორიტეტების შემუშავება;
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საინფორმაციო მასალების ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს ცენტრალური აპარატის საზოგადოებასთან და მასობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
  • სამინისტროს წარმომადგენლების ბრიფინგების და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრების საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება და გავრცელება;
  • სამინისტროს ინტერნეტ ვებ-გვერდის ოპერატიული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თავისი საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით შესაბამისი პროგრამების პროექტების მომზადება და წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის.