საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი

დირექტორი: მაია ყიფშიძე
ტელ: (+995 32) 294 5000 - 48 60
 

ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

ცენტრის მიზანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ხელშეწყობა.

დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ცენტრი:

ა) ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, უწყებათაშორის კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების და სხვა უწყებების თანამშრომელთათვის;

ბ) შეიმუშავებს დამხმარე და მეთოდოლოგიურ ლიტერატურას, შეიმუშავებს და ავითარებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ცალკეულ სტანდარტებს;

გ) ქმნის ბიბლიოთეკას სასწავლო ცენტრის მსმენელთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის;

დ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებთნ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;

ე) მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შერჩევის პროცესში;

ვ) მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციის და ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვასთან დაკავშირებული სხვა სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში;

ზ) ატარებს სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსებს საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში განათლების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშესაწყობად.

ვებ საიტი: http://dtc.gov.ge/