საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე - „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“

 

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მოგესალმებით ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში. მე მომეცა შესაძლებლობა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ აღნიშნული საკითხის შესახებ, რომელიც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელვანია.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქალებისა და კაცების თანასწორობის ღირებულება თავისთავად ნათელია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქალთა უფლებები წარმოადგენს ადამიანის უფლებებს და არ შეიძლება არსებობდეს გარემოება, რომელიც გაამართლებს იმ დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომელსაც ქალები განიცდიან მსოფლიო მასშტაბით,  ყოველდღიურ ცხოვრებში. მეორე მხრივ, ჩვენ ყველანი, კაცები და ქალები, ბიჭები და გოგონები, უნდა ვიდგეთ იქ, სადაც თანასწორი და დემოკრატიული სამყაროსგან მივიღებთ მნიშვნელოვან სარგებელს-მსოფლიოს, სადაც თითოეულ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა თავისუფალი განვითარებისა, თავისი და ქვეყნის საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ძნელად გასაგებია ის ფაქტი, რომ გაეროს 2015 წლის მონაცემების თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც 39 მილიონ გოგონას არ მიეცა  სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობა, 774 მილიონი ზდასრული ქალის 2/3 ნაწილს ასევე არ მიეცა  განათლების მიღების საშუალება. ეს ციფრები ასახავს ბოლო 20 წლის მდგომარეობას  რეგიონის მასშტაბით. რამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში, ღარიბი მოსახლეობის 70 პროცენტი ქალია. როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ იმ სამყაროში, სადაც ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ძალადობას გენდერული ნიშნით და ძალიან მცირეა იმ ქალთა რაოდენობა, რომელთაც შესწევთ უნარი შეცვალონ არსებული რეალობა.

როდესაც მე გავეცანი პეკინის მოქმედებათა პლატფორმის 20 წლის მიმოხილვას, შევწუხდი დასკვნით, რომელსაც ვციტირებ- „ნელი და არათანაბარი პროგრესი“, და რომ „ძრითადი ხარვეზები კვლავ არსებობს“.

მაგრამ შემდე,გ კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რომ მართალია პროგრესი ნელია- ძალიან ნელი- მაგრამ მაინც არსებობს, ხოლო ვინაიდან ხარვეზები სახეზეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თანდათანობით მცირდებიან. გენდერული თანასწორობის, ქალთა და გოგონათა უფლებების გაძლიერებით, გაზრდილი ინფორმირებულობისა და მხარდაჭერის წყალობით, პროგრესი კვლავ გაგრძელდება.

სექტემბერში, მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ ნიუ იორკში, რათა მიეღოთ 2015 წლის შემდგომი  მდგრადი განვითარების სამოქმედო მიზნები, რომელიც დამოუკიდებელ მიზნად მოიცას გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას, და ასევე გენდერის თემის მეინსტრიმინგს სხვა ინდიკატორთა შორის. გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანას გააჩნია ვალდებულება შეასრულოს პეკინის მოქმედებათა პლატფორმის მოთხოვნები. წლევანდელ ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიაზე, გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიზნად დაისახეს მიაღწიონ „50/50-ზე პლანეტა 2030 წლისათვის“.

მიუხედავადის იმისა , რომ განსახორციელებელი მიზანი ამბიციურია, მე მჯერა რომ ის მიღწევადია.

ჩემი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოახდინოს აღნიშნული ხედვის რეალიზება.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში არსებით პროგრესს მივაღწიეთ, დაწყებული, შარშან, ადამიანის უფლებათა სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და ანტიდისკიმინაციული კანონის მიღებით, დამთავრებული ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ხელმოწერით. ჩვენ განვავითარეთ გენდერული მეინსტრიმინგის ინსტიტუციური მექანიზმი და გადავდგით ნაბიჯები ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის წასახალისებლად. ჩვენ  ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ზომები მეტად მომწიფდება და გამოიღებს ნაყოფს შემდეგი წლის საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში.

გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორობას ევროპის კავშირთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად. აღნიშნული პარტნიორობა ემყარება საერთო ღირებულებებს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის არსებით ინსტრუმენტებს, რომლითაც იგი გვამარაგებს ამ ღირებულებების წასახალისბელად პოლიტიკური ასოცირების, კონფლიქტის გადაჭრის, ეკონომიკური განვითარების და ერიდან ერამდე გზით. ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე გვაქვს მაღალი, 80%-იანი მხარდაჭერა, და ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული ოჯახის ერებთან ერთად მუშაობა არის საუკეთესო გზა დემოკტრატიის და ადამიანის უფლებების რეალიზაიისთვის საქართველოში, ისევე როგორც რეგიონალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

სწორედ, ყველა ზემოთ დასახელებული მიზეზის გამო, გამოიჩინა ინიციატივა  საქართველომ  მასპინძლობა გაეწია ამ კონფერენციისთვის და ძალიან მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისათვის და პარტნიორობისათვის, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში გაგვიწია ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა ურთიერთობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენლმა/ კომისიის ვიცე პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს განვითრების პროგრამამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა.

დღევანდელი დისკუსია მოიძიებს გზებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის პროცესის უკეთ გამოყენებისთვის გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერებისთვის სამ თემატურ მიმართულებაზე ყურადღების გამახვილებით : ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური წახალისება, ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.

მე მოუთმენლად ველი ამ ღონისძიების და გამოცდილების გაცვლის შედეგს და მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ამბიციურები თქვენს შემოთავაზებებში, ისევე, როგორც თითოეული ჩვენთგანი უნდა ვიყოთ ამბიციურები ჩვენს მიზნებსა და ვალდებულებებში, გავაუმჯობესოთ ქალთა და გოგონათა უფლებები ჩვენს ქყევნებში და ზემოაღნიშნულ რეგიონში.
გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიას.

მადლობას მოგახსენებთ.