სლოვენიის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცის გიორგი კვირიკაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს

„სლოვენია გააგრძელებს საქართველოსა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და რეფორმების მხარდაჭერას და გააძლიერებს თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში“ - ნათქვამია სლოვენიის რესპუბლიკის ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ერიავეცის მისალოც წერილში, რომელიც მან გიორგი კვირიკაშვილს გამოუგზავნა. 

წერილში კარლ ერიავეცი თავის ქართველ კოლეგას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოზიტიური პარტნიორული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

ეთიოპიის  საგარეო საქმეთა მინისტრი მოუთმენლად ელის თავის ქართველი კოლეგასთან თანამშრომლობის დაწყებას  

საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც წერილში, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თედროს ადჰანომ გებრეისუსი  იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მომავალ წლებში კიდევ უფრო გამყარდება. 

„მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას და წარმატებას გისურვებთ  საპასუხისმგებლო საქმიანობაში“ - ნათქვამია ეთიოპიის  საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ თავისი ქართველი კოლეგისთვის გამოგზავნილ წერილში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი გიორგი კვირიკაშვილს  UNHCR-ის მიმართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის  მადლობას უხდის

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ანტონიო გუტიერეში გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მადლობას უხდის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიმართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის.

„უმაღლესი ოფისი მზადაა კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოში ჰუმანიტარული საქმიანობა, რომელიც  ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა  და მოქალაქეობის არმქონე პირთა  უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.“ - ნათქვამია ანტონიო გუტიერეში წერილში.

გიორგი კვირიკაშვილმა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილი მიიღო 

„წარმატებას გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობების გაღრმავებაა“ - ნათქვამია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ლი სუ ენის წერილში. წერილში გამოთქმულია რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში მომავალშიც მნიშვნელოვნად   განვითარდება.

მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუთმენლად ელის გიორგი კვირიკაშვილთან მუშაობის დაწყებას

მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიფაჰ ამანი გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. 

„მალაიზიასა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას, რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს“ - ნათქვამია მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.