​ალექსანდრე ჩიკვაიძე

chikvaidze.jpgალექსანდრე ჩიკვაიძე დაიბადა 1932 წლის 19 იანვარს ქ. თბილისში.

1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი.

1966 წელს დაამთავრა საზოგადოებრივ მეცნ. აკადემია.

1979 წელს დაამთავრა დიპლომატიური აკადემია.

1955 წლის 1 დეკემბრიდან 1956 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა მენდელეევის სახ. ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში კათედრის ლაბორანტად.

1956 წლის 1 აპრილიდან 1956 წლის 1 მაისამდე იყო თბილისის აეროპორტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი.

1956 წლიდან 1 მაისიდან 1956 წლის 1 ივნისამდე იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი.

1956 წლის 1 ივნისიდან 1957 წლის 1 მარტამდე იყო საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის სტუდენტური განყოფილების გამგე.

1957 წლის 1 მარტიდან 1959 წლის 1 დეკემბრამდე იყო საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის მდივანი. 

1959 წლის 1 დეკემბრიდან 1963 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს ალკკ თბილისის კომიტეტის პირველი მდივანი.

1963 წლის 1 იანვრიდან 1964 წლის 1 სექტემბრამდე იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი.

1964 წლის 1 სექტემბრიდან 1966 წლის 1 სექტემბრამდე იყო სსრკ საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი.

1966 წლის 1 სექტემბრიდან 1967 წლის 1 სექტემბრამდე იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორი.

1967 წლის 1 სექტემბრიდან 1969 წლის 1 მარტამდე იყო ინდოეთში სსრკ საკონსულოში ვიცე - კონსული.

1969 წლის 1 მარტიდან 1972 წლის 1 დეკემბრამდე იყო ინგლისში სსრკ საელჩოს პირველი მდივანი. 

1973 წლის 1 იანვრიდან 1973 წლის 1 აპრილამდე იყო საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციული და სავაჭრო-საფინანსო ორგანოების განყოფილების გამგე.

1973 წლის 1 აპრილიდან 1977 წლის 1 მარტამდე იყო საქართველოს კპ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი.

1977 წლის 1 მარტიდან 1978 წლის 1 ოქტომბრამდე იყო გამომცემლობის, პოლიგრაფიისა და წიგნით ვაჭრობის სახ. კიმიტეტის თავმჯდომარე.

1978 წლის 1 ოქტომბრიდან 1979 წლის 1 აგვისტომდე იყო სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მსმენელი.

1979 წლის 1 აგვისტოდან 1983 წლის 1 მაისამდე იყო საბჭოთა კავშირის გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში.

1983 წლის 1 მაისიდან 1985 წლის 1 მაისამდე იყო საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კენიაში.

1985 წლის 1 მაისიდან 1988 წლის 1 ოქტომბრამდე იყო სსკპ ცკ სექტორის გამგე.

1988 წლის 1 ოქტომბრიდან 1992 წლის 1 მარტამდე იყო საბჭოთა კავშირის, შემდგომ რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში.

1992 წლის 2 მარტიდან 1995 წლის 21 დეკემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

ფლობდა ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.