დავით ბაქრაძე

bakradze.jpgდაბადების თარიღი: 1972 წლის 1 ივლისი;

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 2 შვილი;

ენები: ინგლისური, რუსული;

დიპლომატიური რანგი: უფროსი მრჩეველი.

განათლება:

თებერვალი, 1995 - ნოემბერი 1996: სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი; სპეციალობა: სახელმწიფოს მართვა; ხარისხი: სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი;

ნოემბერი, 1994 - ივნისი 1998: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკისა და რადიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა; სპეციალობა: რადიოფიზიკა; ხარისხი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;

სექტემბერი, 1989 - ივლისი 1994: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი;
სპეციალობა: ელექტრონული ტექნიკის მასალებისა და კომპონენტების ფიზიკა და ტექნოლოგია; ხარისხი: ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი;

სექტემბერი, 1978 - ივლისი, 1989 - N 1 საშუალო სკოლა.

სპეციალური პროფესიული განათლება:

თებერვალი, 2001 - ივლისი, 2001 - ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ოფიცრებისა და დიპლომატების მაღალი დონის სასწავლო კურსი;

ივლისი, 1998 - სექტემბერი, 1998 - ევროპული უსაფრთხოების საკითხების კვლევის ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრი (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია), თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი "21-ე საუკუნის ლიდერები";

აგვისტო, 1997 - სექტემბერი, 1997: შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი (ჟენევა, შვეიცარია), დიპლომატიური მომზადების სპეციალური კურსი.

სხვა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი კურსები:

მარტი 2007: იაპონიის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტი (ტოკიო, იაპონია), დემოკრატიული საპარლამენტო მენეჯმენტის სპეციალური კურსი;

ივლისი 2003: გალილეის კოლეჯი (ტივონი, ისრაელი), ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა სპეციალური კურსი; 
ივლისი 2002: აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი (ვაშინგტონი, აშშ), აშშ-ს სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტების სპეციალური ანტიტერორისტული პროგრამა, ტერორიზმთან ბრძოლის კანონმდებლობის სემინარი;

აპრილი 2000: შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი (სტოკჰოლმი, შვედეთი), კონფლიქტების მოგვარებისა და საერთაშორისო სამართლის მაღალი დონის კურსი;

აგვისტო 1999 - სექტემბერი 1999: მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის საერთაშორისო აკადემია (ბუდაპეშტი, უნგრეთი), აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მოსამზადებელი კურსი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ივლისი 1999: საერთაშორისო სამშვიდობო აკადემია (ბადენი, ავსტრია), სამშვიდობო ოპერაციებისა და მშვიდობის დამყარების პრობლემების კურსი;

მაისი 1999: ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ნატო/ეუთოს ინტეგრირებული კურსი;

მარტი 1998: ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (ჰააგა, ჰოლანდია), სასწავლო კურსი ქიმიური იარაღის აკრძალვაში მონაწილე ეროვნული სტრუქტურების წარმომადგენელთათვის.

სამუშაო გამოცდილება:

2008 წლის 31 იანვრიდან 5 მაისამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ივნისი, 2007 - იანვარი, 2008 წლის- სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;

2004 - 2007 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 

2004 - 2004 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;

2003 - 2004 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საგარეო-პოლიტიკური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების პრობლემატიკის დეპარტამენტის დირექტორი;

2002 - 2003 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი;

2000 - 2002 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

1998 - 2000 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი;

1996 - 1998 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2005 - ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი;

2005 - ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი; 

1997 - 2002 - სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის მმართველი საბჭოს წევრი;

1997 - 2002 - ევროპის სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების კავშირის (NISPA) ინდივიდუალური წევრი;

1996 - 1998 - ევროპის სახელმწიფო მმართველობის სტუდენტური ასოციაციის (NEPAS) დამფუძნებელი წევრი;

პროფესიული გამოცდილება:

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე;

ევროკავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარე;

ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი;

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს სტამბოლის სამიტი, 1999 წ.;

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მაასტრიხტი, 2003 წ.;

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 2000-2004 წ.წ.;

საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 1999-2004 წ.წ.;

საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მეგობრობისა და კეთილმეზობლობის "ჩარჩო" ხელშეკრულების საკითხზე, 2001-2003 წ.წ.;

საქართველოს დელეგაციის წევრი, მოლაპარაკებები აფხაზეთი, საქართველოს კონფლიქტის მოგვარების შესახებ, 2001-2003 წ.წ.;

საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-რუსულ-ამერიკული კონსულტაციები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის ფინანსური საკითხების შესახებ, 2000 წ.;

საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-გერმანული კონსულტაციები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის პრობლემატიკის ირგვლივ, 2000 წ.;

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, სამხედრო-პოლიტიკური კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, 1999 და 2000 წ.;

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები რუსეთის ფედერაციაში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, ლიტვაში, ესტონეთში, 2003-2007 წ.წ.;

საქართველოს დელეგაციის წევრი, "19+1" ფორმატის კონსულტაციები ნატო-ს შეიარაღებაზე კონტროლის მაღალი დონის ჯგუფთან, 1999 და 2000 წ.;

საქართველოს დელეგაციის წევრი, ნატო-ს ვერიფიკაციის კოორდინაციის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრები, 1998, 1999 და 2000 წ.

სპეციალური პრიზები და ჯილდოები: 

18 ივლისი, 2005 - შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სპეციალური პრიზი: „საერთაშორისო ურთიერთობებში გამოვლენილი ლიდერობისათვის"

13 თებერვალი, 2000 - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N128: "მადლობა სახელმწიფოთა შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების მომზადებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური დიპლომატიური მოღვაწეობისათვის";

11 თებერვალი, 2000 - საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება N 53/2: "მადლობა ეუთო-ს სტამბოლის სამიტზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ადაპტირებული ხელშეკრულებისა და რუსეთთან მოლაპარაკების წარმართვასა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადებაში აქტიური მონაწილეობისათვის";

7 ნოემბერი, 1996 - საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური პრიზი: "სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის 1996 წლის საუკეთესო სტუდენტს - პრეზიდენტის პრიზი აკადემიური წარჩინებისათვის";

30 ივნისი, 1998 - ნატო-ს სამეცნიერო სტეპენდია. კვლევის თემა: "სამშვიდობო ოპერაციების ისტორიისა და პრეცენდენტების ანალიზი და ნატო-ს სამშვიდობო ფუნქციების შესწავლა"

დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟ...


ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწ...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი - ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზ...


რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პა...


ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

14.06.2017, ლიუბლიანა - ​სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე“-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების&ld...


ლიმაში საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

14.06.2017, ლიმა - ​ლიმაში პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა პერუს რესპუბლიკაში პილარ დეზამ ...


​ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და ლიტერატურის შესწავლა მომავალშიც შესაძლებელი იქნება

13.06.2017 - საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა. წარმატებუ...


ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

13.06.2017, დუბლინი - ​დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა...


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

9.06.2017, ბრიუსელი - ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია“. ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორ...


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსი...


საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქ. სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა

9.06.2017, სოზოპოლი - საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე,  საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia&rd...


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს ბრაიან ჰეიესს შეხვდა

8.06.2017, დუბლინი - ​2017 წლის 8 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.


კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25.05.2017б კოპენჰაგენი - კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.