Salome Zourabichvili

zurabishvili.jpgდაბადების თარიღი: 1952 წლის 18 მარტი

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

ენები: ფრანგული, ინგლისური, ქართული, იტალიური, რუსული, გერმანული

განათლება

1972    - პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დიპლომი

1973 - კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი

1981 - წარმატებით გაიარა მისაღები კონკურსი სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლაში

სამუშაო გამოცდილება

1974-1977 - რომი (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი

1977-1980 - გაერო (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, მეორე მდივანი

1980-1984 - პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრი

1984-1988 - ვაშინგტონი, საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი

1988-1989 - ვენა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, პირველი მდივანი

1989-1992 - ნჯამენა (ჩადი), საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი

1992-1993 - ბრიუსელი, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, პირველი მდივანი

1993-1996 - ბრიუსელი, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

1996-1997 - პარიზი, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტი, ტექნიკური მრჩეველი

1997-1998 - პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინსპექტორი

1998-2001 - პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების სამმართველო, სტრატეგიის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი

2001-2003 - პარიზი, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი

2003-2004 - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საპატიო ჯილდოები

საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი;

საფრანგეთის რესპუბლიკის ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი