Australia-(1).pngურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიას შორის დამყარდა 1992 წლის 16 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრალიაში:

  • ვლადიმერ კონსტანტინიდი (02/01/2012 - დღემდე, რეზიდენციით ქ. კანბერა).

ავსტრალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ჯეიმს მარტინ ლარსენი (02/14/2014 - დღემდე, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • იან ბიგზი (03/02/2011 - 02/14/2014, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • პიტერ დოილი (12/22/2008 - 03/02/2011, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • რობერტ ჯეიმს ტაისონი (2005, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • ლესლი ადრიან როვე (2002, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • რუთ ლორეინ პიარსი (1998, რეზიდენციით ქ. მოსკოვში).

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ავსტრალია წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოს როგორც წყნარი ოკეანეთის რეგიონში, ისე გლობალური მასშტაბით. უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიას შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 2011 წელს საქართველოს საელჩოს გახსნამ კანბერაში.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველწლიურად მატულობს ავსტრალიელი ვიზიტორების რიცხვი.

ბმულები:
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ავსტრალიის პრემიერ–მინისტრის ოფისი