ურთიერთობები საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1994 წლის 12 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავღანეთში (რეზიდენციით ქ. აშხაბადი):

  • გიორგი ყარალაშვილი - (2014-დღემდე);
  • იოსებ ჩახვაშვილი - (2009-2014);
  • ალექსი პეტრიაშვილი - (2004-2009);
  • პეტრე ჩხეიძე - (2002-2004).

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ.მოსკოვი):

  • აზიზულა ქარზაი (2012 - დღემდე)
  • ზალმაი აზიზი - (2008-2012);
  • აჰმად ზია მასუდი - (2004-2008).

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში მონაწილეობით და საერთაშორისო კოალიციის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში დგას ეკონომიკური კავშირების განმტკიცება სხვადასხვა მიმართულებით.

ბმულები:

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებ-გვერდი
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტი