ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის შორის დამყარდა 1992 წლის 20 ოქტომბერს.

საქართველოს ელჩები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (რეზიდენციით ელ- ქუვეითში):

  • როლანდ ბერიძე - (რეზიდენციით ქ. ელ-ქუვეითში) 20.06.2014-დღემდე
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - (რეზიდენციით ქ. ელ-ქუვეითში) 16.04.2009-31.10. 2012.
  • გოჩა ჯაფარიძე - 12.02.2007-15.04.2009.
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - ( რეზიდენციით ქ. ამანში 06.09.2004-01.01.2007).

არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩები საქართველოში:

  • ხალიდ ხალიფა ალ-მუალა - ( ქ. ანკარა) - 23.06.2010.

თანამშრომლობის სფეროები

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის დამკვიდრების, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

მხარეები დაინტერესებულები არიან ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმებისა და სემინარების ჩატარების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნებიდან არის პრიველი, რომელმაც განახორციელა პირდაპირი ინვესტიციები 2006 წელს.

ბმულები:

საქართველოს საელჩო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში
არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო