ურთიერთობები საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 8 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები არგენტინის რესპუბლიკაში:

  • გელა სეხნიაშვილი - 2012 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე.
  • ალექსანდრე ლაცაბიძე - 2012 წლის 10 აპრილიდან სექტემბრამდე.

არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • მარსელო აპელჰანს - Chargé d’Affaires a.i. – 2016 წლის ივნისიდან
  • ხუან ხოსე არკური - 2013 წლიდან - 2016 წლის ივნისამდე
  • არმანდო ხუან ხოსე მაფეი (Armando Juan Jose Maffei) - 2011 წლის 19 ოქტომბრიდან-2013 წლის აგვისტომდე (რეზიდენციით ქ. ანკარა).
  • ხუან კარლოს სანჩეს არნაუ (Juan Carlos Sanchez Arnau) - 2000-2006 წლები (რეზიდენციით მოსკოვი).

თანამშრომლობის სფეროები

პოლიტიკური დიალოგი, კულტურა, განათლება, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. ბოლო წლების განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობამ ხსენებული მიმართულებებით ახალი დატვირთვა შეიძინა. საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით არგენტინაში გაიმართა რამდენიმე ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და თეატრისა და კინოს ქართველ რეჟისორთა წარმოჩენის მიზნით. ორი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული შეთანხმებების შედეგად ხორციელდება პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ურთიერთგაცვლა, დამყარებულია პირდაპირი კავშირები ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ-სასწავლო ცენტრებს შორის. სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ხელს უწყობს ბიზნეს-დელეგაციების ურთიერთგაცვლა, ქართული მხარე დაინტერესებულია სოფლის მეურნეობის სფეროში არგენტინის გამოცდილებით.
ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.