ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიას შორის დამყარდა 1992 წლის 16 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრალიის თანამეგობრობაში:

  • ვლადიმერ კონსტანტინიდი (2012 წლის 1 თებერვლიდან დღემდე, რეზიდენციით ქ. კანბერა).

ავსტრალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • რუთ ლორეინ პიარსი (1998, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • ლესლი ადრიან როვე (2002, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • რობერტ ჯეიმს ტაისონი (2005, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);
  • პიტერ დოილი (2008 წლის წლის 22 დეკემბრიდან 2011 წლის 2 მარტამდე, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • იან ბიგზი (2011 წლის 2 მარტიდან 2014 წლის იანვრამდე, რეზიდენციით ქ. ანკარაში);
  • ჯეიმს მარტინ ლარსენი (2014 წლის 14 თებერვლიდან, რეზიდენციით ქ. ანკარაში);

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ავსტრალია წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოს როგორც წყნარი ოკეანეთის რეგიონში, ისე გლობალური მასშტაბით. უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიას შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 2011 წელს საქართველოს საელჩოს გახსნამ კანბერაში.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველწლიურად მატულობს ავსტრალიელი ვიზიტორების რიცხვი.

ბმული:

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო
პრემიერმინისტრისა და კაბინეტის დეპარტამენტი
ახალი ზელანდიის პარლამენტი