ურთიერთობები საქართველოსა და ბაჰამის თანამეგობრობას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ბაჰამის თანამეგობრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2011 წლის 13 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბაჰამის თანამეგობრობაში:

2014 წლის 24 აპრილიდან საქართველოს არარეზიდენტი ელჩი (რეზიდენციით ქ. ვაშინგტონი) ბატონი არჩილ გეგეშიძე.

ამ ეტაპზე, ბაჰამის თანამეგობრობის მიერ საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა არ ხორციელდება.

პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, მიმდინარეობს თანამშრომლობა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ თემატიკაზე, ასევე მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.