ურთიერთობები საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 6 იანვარს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბელარუსის რესპუბლიკაში:

  • დავით ზალკალიანი - 2008-2009
  • გიორგი ჩხეიძე - 2010-2012
  • დავით კოტარია - 2012 - დღემდე

ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • მიხაილ მიატლიკოვი - 2016 წლიდან

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. აღსანიშნავია უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების კარგი დინამიკა. 2015 წლის 22-24 აპრილს შედგა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. 2016 წლის 22-23 მარტს ბელარუსის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რეგულირდება ვრცელი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზით, რომელიც 27 ორმხრივ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას მოიცავს.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური საკითხების განხილვის მთავარი ფორმატს წარმოადგენს სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისია, რომელსაც ორივე მხრიდან ვიცე-პრემიერები ხელმძღვანელობენ. საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა ქ. თბილისში, 2016 წლის 1 სექტემბერს.

ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ფარმაცევტიკა და ტურიზმი.

აღსანიშნავია ბელარუსი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2016 წელს (იანვარი-სექტემბერი) საქართველოს ეწვია 31,292 ბელარუსი ტურისტი, რაც 29%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ბმულები:

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების ოფიციალური ვებ-გვერდი
ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი
საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვებ-გვერდი