ურთიერთობები საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის
 

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
 
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 5 ივნისს.
ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა 1993 წელს.

 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბელგიის სამეფოში: 
  • ნატალი საბანაძე 2013 - დღემდე
  • სალომე სამადაშვილი  2005-2013
  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 2000-2005
  • ზურაბ აბაშიძე 1993-2000
 
ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
 
2012 წლიდან საქართველოს გადაფარვა ხორციელდება აზერბაიჯანში ბელგიის სამეფოს საელჩოს მიერ:
 
  • ბერტ შოვსი 2016 - დღემდე
  • კარინ პეწი 2013-2016
  • ლუკ ტრუიენი 2012-2013
 
2004-2012 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა ბრიუსელიდან.
 
  • სტეფან დე ლოკერი 2010 -2012
  • შარლ გისლენი 2007-2010
  • დანიელ დელ მარმოლი 2004-2006

 
ბელგიის საპატიო კონსული საქართველოში - პიერ ორლოვი
 
თანამშრომლობის სფეროები
 
ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია ოთხი შეთანხმება, რომლებიც ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
 
ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა დინამიურობით გამოირჩევა. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ქვეყნების სურვილი,  განავითარონ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
საგულისხმოა, რომ 2011 წლიდან ფუნქციონირებს ბენელუქსი-საქართველოს სავაჭრო პალატა.
 
თანდათან ვითარდება ურთიერთობები კულტურის სფეროშიც. აღსანიშნავია, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლესთან ,,Bozar" თანამშრომლობა, სადაც არაერთი ქართული ღონისძიება გაიმართა.
ბელგიისა და საქართველოს პარლამენტებში ფუნქციონორებს მეგობრობის ჯგუფები.
 
ბმულები:
 
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში
ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და თანამშრომლობის სამინისტრო
ბელგიის სამეფოს მონარქი
ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი