საქართველოსა და ბოლივიის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1998 წლის 20 ნოემბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში:

  • გელა სეხნიაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი) - დანიშნული ელჩი;
  • ოთარ ბერძენიშვილი - 2011 წლის 24 აგვისტოდან - 2014 წლის 26 მარტამდე (რეზიდენციით ქ. ბრაზილია).

ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • დოქტორი გონსალო დე აშა პრადო - 2002 - 2004 (რეზიდენციით ქ. მოსკოვი);

ორმხრივ პოლიტიკურ დიალოგთან ერთად, ბოლივია-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, ხორციელდება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. ამასთან, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.

ბმულები

ბოლივიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტთა სამინისტროს ვებ-გვერდი