ურთიერთობები საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 5 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბულგარეთის რესპუბლიკაში:

  • ზურაბ ბერიძე - 2014 - დღემდე
  • ლევან მეტრეველი - 2012 - 2013
  • მიხეილ უკლება - 2008 - 2012
  • თეიმურაზ შარაშენიძე - 2004-2008

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • დესისლავა ივანოვა (Dessislava Ivanova) - 2016 - დღემდე
  • პლამენ ბონჩევი (Plamen Bonchev) - 2012 - 2016
  • ბრანიმირ რადევი (Branimir Radev) - 2007-2012
  • ივაილო ბრაზიცოვი (Ivailo Brazicov), საქმეთა დროებითი რწმუნებული - 2003-2007

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. პოლიტიკური დიალოგი რეგულარულად იმართება, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ორ ქვეყანას შორის არსებობს სოლიდური სახელშეკრულებო ბაზა, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს. ბულგარეთის რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა საქართველოს დახმარებას უწევს ევროკავშირის პროგრამის „თანამშრომლობა განვითარებისთვის“ (Development Cooperation Program) ფარგლებში.

2017-2019 წლებში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო შეითავსებს საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციასაც.

დინამიურია თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის ფორმატი. კომისიის უკანასკნელი - მე-5 სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს თბილისში გაიმართა.

ნაყოფიერია თანამშრომლობა საკანონმდებლო დონეზე, ორი ქვეყნის პარლამენტებში ფუნქციონირებს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

სოფიის წმინდა კლიმენტ ოხრიდსკის სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ბულგარეთში ბაჩკოვოს მონასტრის ბიზანტიური მემკვიდრეობის კვლევით ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბებულია თანამშრომლობის ტრადიცია.

ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ბულგარეთის რესპუბლიკაში ძმები ბაკურიანისძეების მიერ დაარსებული ბაჩკოვოს მონასტერი, სადაც დაბრძანებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი (ქართული) ხატი.

ბმულები

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში www.turkey.mfa.gov.ge
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: http://www.mfa.gov.ba
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭო: http://www.predsjednistvobih.ba
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პარლამენტი: www.parlamanet.ba
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პრემიერ - მინისტრის ოფისი: http://www.fbihvlada.gov.ba