საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 28 აპრილს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში:

  • ოთარ ბერძენიშვილი - 2011 წლის 12 აგვისტოდან - დღემდე.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა (რეზიდენციით ქ. თბილისი) 2012 იანვრიდან - დღემდე

2010-2011 წლებში საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხდებოდა თურქეთში ბრაზილიის საელჩოდან;

  • კარლოს ანტონიო დე როსა პარანიოსი (2008 წლის 22 აპრილი - 2010 წელი); (რეზიდენციით ქ. მოსკოვი)
  • კარლოს აუგუსტო სანტოს ნევესი (2004 - 2008 წელი); (რეზიდენციით ქ. მოსკოვი)
  • ჟოზე ვიეგას ფილიო (2001 წლის 24 ივლისი - 2003 წელი); (რეზიდენციით ქ. მოსკოვი)
  • ტერეზა მარია მაჩადო (1997 წლის 7 აგვისტო); (რეზიდენციით ქ. მოსკოვი)

თანამშრომლობის სფეროები

პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და სპორტი. ბოლო წლებში, ხსენებულ სფეროებში თანამშრომლობამ ახალი დატვირთვა შეიძინა, რამაც ხელი შეუწყო ბრაზილიასა და თბილისში ქვეყნების დიპლომატიური მისიების გახსნამ. კერძოდ, შეინიშნება მსხვილი ბრაზილიელი მწარმოებლების დაინტერესება საქართველოს ბაზრით, არსებობს ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების კარგი პოტენციალი. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ორი ქვეყნის საელჩოების ხელშეწყობით, განხორციელდა კულტურული ღონისძიებები როგორც ბრაზილიაში, ისე საქართველოში. წარმატებით ვითარდება თანამშრომობა დიპლომატიური სწავლებების სფეროში. სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების დასრულება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ზემოთ ხსენებული მიმართულებებით.

ბოლო წლების განმავლობაში, მხარეებს შორის განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.

ბმულები:

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი