საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2010 წლის 27 აპრილს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები გვატემალის რესპუბლიკაში:

  • მალხაზ მიქელაძე (რეზიდენციით ქ. მეხიკო) - 2011 წლის 22 ნოემბრიდან - დღემდე

გვატემალის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული მარიო ადოლფო ბუკარო (2014 წლის 10 თებერვლიდან)

ბოლო წლების განმავლობაში, ორმხრივ თანამშრომლობას ახალი ბიძგი მიეცა მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების განხორციელების, ასევე საქართველოს მიერ გვატემალის რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვის შედეგად. მნიშვნელოვანია როგორც რეგიონალური, ისე მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება.

პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სფეროებში. შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე ხსენებული მიმართულებების მიხედვით.

ბმულები:

გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო