საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 1 ივლისს.

დანიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენბლობა გაიხსნა 2006 წელს.
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიის სამეფოში (რეზიდენციით კოპენჰაგენი):

  • გიგი გიგიაძე - 2016 წლის 1 დეკემბრიდან - დღემდე
  • ქეთევან მარკოზია - საქმეთა დროებითი რწმუნებული
  • ნიკოლოზ რთველიაშვილი  2011 - 2016
  • დავით კერესელიძე 2006-2011

დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით კიევი):

  • რუბენ მადსენი (2016- დღემდე)
  • ქრისტიან დონს ქრისტენსენი 2015-2016
  • მერეტე იული 2013-2015
  • მიხაელ ბორგ-ჰანსენი 2009-2013
  • უფე ანდერსონ ბალსლევი 2006-2009
  • კრისტიან ფაბერ როდი 2004-2006
  • მარტინ კოფორდი 2001-2004
  • იორნ კროგბეკი 1997-2001

საქართველოში დანიის სამეფოს საპატიო კონსული ესბენ ემბორგი

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და დანიას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 5 შეთანხმებას და არეგულირებს შემოსავლებზე ორმაგ დაბეგვრასთან და გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებულ საკითხებს და განვითარების სფეროში თანამშრომლობას.

ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია 2013-2017 წლებისთვის „დანიის სამეზობლო პროგრამის" ფარგლებში განვითარების სფეროში თანამშრომლობის მიზნით მიმდინარე პროექტები, რომლებიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ადამიანთა უფლებების დაცვა; ბიზნესის და საჯარო ადმინისტრირების განვითარების ხელშეწყობა; დროებით ადგილნაცვალ პირთა დახმარება; მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა; ეკონომიკის განვითარება.

საქართველოს უმცირესობების დაცვისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ინტეგრაციის და ზოგადად კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად განხორციელებულ საქმიანობაში აქტიურ როლს თამაშობს დანიის ლტოლვილთა საბჭო (Danish Refugee Council).

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2010 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სამხედრო წვრთნა და განათლება, გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა.

ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია: ტრანსპორტი (გადაზიდვები), კავშირგაბმულობა, ნაძვის გირჩის შეგროვება, გადამამუშავებელი მრეწველობა და მედიკამენტები.

მნიშვნელოვანია დანიური კომპანიის „მაერსკი“ (ფოთის პორტის 80%-იანი წილის მფლობელი) მიერ ფოთის პორტში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიცია. კომპანია აგრძელებს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ინვესტიციების განხორციელებას.

მიმდინარეობს თანამშრომლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და ჰორსენსის ბიზნეს-საბჭოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე ტურიზმისა და კულტურის დარგში.


ბმულები:

საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში
დანიის სამეფოს საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. კიევი)
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დანიის სამეფოს ინტერნეტ-პორტალი
დანიის ფოლკეტინგი (პარლამენტი)
დანიის ლტოლვილთა საბჭო