ურთიერთობები საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 11 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში:

  • ალექსანდრე ნალბანდოვი - 2016 წლიდან დღემდე;
  • არჩილ ძულიაშვილი - 01.01.2011 - 2016;
  • გოჩა ჯაფარიძე - 16.04.2009-01.01.2010;
  • გიორგი ჯანჯღავა - 01.02.06 - 16.04.2009;
  • აპოლონ სილაგაძე - 28.12.1997-15.07.2004 ;

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქალაქ ერევანში):

  • მუჰამედ ალა ელდინ საად ელეისი - 2011-დღემდე;
  • ვაჰიდ ელდინ ისმაილ გალალი - 24.07.2007 -2011;
  • აბლა მუჰამედ აბდელ რაჰმან ოსმანი - 30.11.2004 – 30.05.2007;
  • ბაკრი რუშდი ელ-ამარი - 13.06.2000-30.11.2004 ;
  • საიდ იმამ მაჰმუდ იმამი - 1996-2000;

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ტარდება რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას; ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, ბიზნეს ფორუმები და კულტურული ღონისძიებები.

ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებს ყოველწლიურად ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეგვიპტეში სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის არაბული ენის შესწავლის მიზნით ორგანიზებულ კურსებში.