ურთიერთობები საქართველოსა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 29 ივნისს.

საქართველოს საელჩო ადის-აბებაში გაიხსნა 2012 წლის აგვისტოში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში:

  • ვახტანგ ჯაოშვილი - 2012 წლის 1 აგვისტოდან დღემდე.

ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარაში):

  • აიალეუ გობეზე უორქნეჰი (დანიშნული ელჩი) - 2014 წლის მაისიდან;
  • დოქტორი მულატუ ტეშომე ვირტუ - 20.10.2011 – 07.10.2013.

თანამშრომლობის სფეროები

საქართველო მიისწრაფვის ეთიოპიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. ბოლო წლებში, ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი იყო ეთიოპიის მიერ საქართველოს მხარდაჭერა აფრიკის კავშირში დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად და საქართველოს საელჩოს გახსნა ადის-აბებაში. საქართველოს და ეთიოპიის დელეგაციები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს აფრიკის კავშირის ფარგლებში, სადაც იხილავენ ორმხრივ ურთიერთობათა გაღრმავების გზებს და საშუალებებს. ეთიოპია დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით ეკონომიკის სფეროში და საქართველოს წარმატებული რეფორმებით, რომელსაც ქართული მხარე უზიარებს. თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროებია ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა (მათ შორის ინფრასტრუქტურის), სოფლის მეურნეობა, კულტურა და ტურიზმი.

ბმულები:

ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო