ურთიერთობები საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1998 წლის 28 იანვარს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ეკვადორის რესპუბლიკაში:

  • ირაკლი ყურაშვილი  (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი)- 2018 წლის 7 მაისიდან -დღემდე
  • გელა სეხნიაშვილი (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი) – 23.10.2014-01.06.2017
  • ოთარ ბერძენიშვილი (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) - 2012 წლის 15 მარტიდან - 2014 წლის 26 მარტამდე.

ეკვადორის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • რობერტო ბეტანკური რუალესი (რეზიდენციით ქ. ანკარა) – 2016 წლის 29 ნოემბრიდან - დღემდე
  • აგუსტო საა კორიერე (რეზიდენციით ქ. ანკარა) - 2013 - 2015

ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, ეკვადორსა და საქართველოს შორის მიმდინარეობს თანამშრომლობა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში. 2011 და 2012 წლებში, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, თავდაპირველად გაიმართა ეკვადორის კულტურის დღეები საქართველოში, ხოლო შემდეგ საქართველოს კულტურის დღეები ეკვადორში. მხარეები თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. რეგულარულად ხორციელდება მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ფორუმების ფარგლებში.

ბმულები:

ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო