ურთიერთობები საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკას შორის დამყარდა 2007 წლის 18 სექტემბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ერაყის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ამანი)

  • გრიგორ ტაბატაძე (2014-2018);
  • ზურაბ ერისთავი (16.04.2009-2013);
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (2004-2009).

ერაყის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში

  • ბაქირ აჰმედ აზიზ ალ-ჯაფი (14.06.2013 – 2015);
  • ტაიბ მუჰამედ ტაიბი (2010 – 2013).

თანამშრომლობის სფეროები

საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. 2004 წელს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გახსნილი საქართველოს საელჩო ახორციელებს ერაყის რესპუბლიკის დიპლომატიურ გადაფარვას. ამასთანავე, 2008 წელს საქართველოში გაიხსნა ერაყის რესპუბლიკის საელჩო. აღნიშნული დიპლომატიური წარმომადგენლობები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ვითარდება ეკონომიკის, განათლების და ტურიზმის სფეროებში.


ბმულები

ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტი - https://presidency.iq/EN/Default.aspx  

ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო - https://www.mofa.gov.iq/en