ურთიერთობები საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის

 
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
 

დიპლომატიური ურთიერთობები ესპანეთის სამეფოსა და საქართველოს შორის დამყარდა 1992 წლის 9 ივლისს.
 
2004 წელს ესპანეთის სამეფოში გაიხსნა საქართველოს საელჩო.
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ესპანეთის სამეფოში:
 
  • ზურაბ პოლოლიკაშვილი 2012 - დღემდე
  • ნიკოლოზ ნათბილაძე 2009 -2012
  • ზურაბ პოლოლიკაშვილი 2006 -2009
  • ლაშა ოთხმეზური 2004 -2005

საქართველოს გენერალური კონსულები ბარსელონაში:

  • ბექა ზარანდია 2013 - დღემდე
  • პაატა პაპუაშვილი 2010-2012

     

ესპანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

 
2014 წლიდან საქართველოს გადაფარვა ხორციელდება თურქეთის რესპუბლიკაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მიერ.
  • რაფაელ მენდივილ პეიდრო  2014 - დღემდე
 
2015 წლიდან ესპანეთის მთავრობამ საქართველოში მოავლინა საქმეთა დროებითი რწმუნებული ვიქტორ მურსია გარსონი.
ახლო  მომავალში იგეგმება ესპანეთის სრულფასოვანი საელჩოს გახსნა საქართველოში.  
 
2011-2014 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა ბულგარეთში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მიერ.
  • კრისტოფერ გონსალეს-ალერ ხურადო 2013-2014
  • რაფაელ მენდივილ პეიდრო 2011-2012
1997-2011 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მიერ.
  • ხოსე ანტონიო სორილა ალვარესი საქმეთა დროებითი რწმუნებული 2009-2011
  • ფრანსისკო ხავიერ ელორსა კავენტ დე ნერ 2004-2008
  • ხოსე მარია რობლეს ფრაგა 2001-2004
  • ხოსე ლუის კრესპო დე ვეგა 1999-2001
  • ხოსე ანტონიო იტურიაგა 1997-1999
 
ესპანეთის სამეფოს საპატიო კონსული საქართველოში  - მიხეილ ახვლედიანი
 

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის გაფორმებულია რამდენიმე შეთანხმება, რომლებიც ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს იძლევა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა, მეცნიერება, განათლება და სხვა. 
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურობით გამოირჩევა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ვიზიტებმა დადებითი იმპულსი შემატა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკას. 2014 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნის შესახებ და ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.
წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში. საქართველოს კულტურული, ისტორიული და სამეცნიერო რესურსის წარმოჩინების მიზნით, ესპანეთის სამეფოში, რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიება, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.
ესპანეთის სამეფოს ხელშეწყობით, ქართველ დიპლომატებს ყოველწლიურად ეძლევათ საშუალება აიმაღლონ კვალიფიკაცია მადრიდის დიპლომატიურ აკადემიაში.


ბმულები:

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფოს სენატი