ურთიერთობები საქართველოსა და თურქმენეთს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 16 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თურქმენეთში:

  • გიორგი ყარალაშვილი - (16.06.2014 - დღემდე);
  • იოსებ ჩახვაშვილი - (01.04.2009 - 23.04.2013);
  • ალექსი პეტრიაშვილი - (15.10.2004 - 01.02.2009);
  • პეტრე ჩხეიძე - (11.06.2002 - 20.07.2004).

თურქმენეთის საელჩო საქართველოში გაიხსნა 2014 წლის 28 ივნისს.

ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა.

თურქმენეთში საქართველოს საელჩო (ქ. აშხაბადი) აკრედიტებულია ავღანეთის რესპუბლიკაში.

ბმულები:

თურქმენეთის ოფიციალური საინფორმაციო ვებ-გვერდი
საქართველოს საელჩო თურქმენეთში