საქართველოსა და იამაიკას შორის არსებული ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იამაიკას შორის დამყარდა 1996 წლის 31 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იამაიკაში:

  • მალხაზ მიქელაძე (რეზიდენციით ქ. მეხიკო) - 2012 წლის 30 იანვრიდან - დღემდე.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები: პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, რასაც ხელი შეუწყო კინგსტონში საქართველოს საელჩოს აკრედიტაციამ, მიმდინარეობს მუშაობა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან მიმართებით. აღსანიშნავია ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინიცირებული თანამშრომლობა. მხარეები ასევე თანამშრომლობენ როგორც რეგიონალური (CARICOM) ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.