ურთიერთობები საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 25 იანვარს.

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში გაიხსნა 2012 წლის დეკემბერში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში:

  • ბატონი ზურაბ ალექსიძე - (2013 წლის 14 იანვრიდან დღემდე).

ინდონეზიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ. კიევში):

  • ბატონი რონი ჰენდრავან - კურნიადი (1994-1997);
  • ბატონი გდე არსა კაჯარი - (1997-2001);
  • ბატონი რემი რომაული სიაჰანი - (2001-2004);
  • ბატონი ალბერტუს ემანუელ ალექსანდერ ლატურიუვი - (2005 წლის ოქტომბრიდან - 2009 წლის 1 ივნისამდე);
  • ქალბატონი ნინინგ სუნინგსიჰ როჩადიათი - (2009 წლის 1 ივლისიდან - 2012 წლის აგვისტომდე);
  • ქალბატონი ნინიეკ კუნ ნარიატიე - (დანიშნული ელჩი 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე).

თანამშრომლობის სფეროები:

უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს. მხარეები აქტიურად მუშაობენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო უწყებებს შორის ურთიერთობების დამყარების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის განვითარების, წამყვან უნივერსიტეტებსა და პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისა და ხალხთაშორისო კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით.

2012 წელს ინდონეზიის რესპუბლიკაში, ქ. ჯაკარტაში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურებას. გაიმართა რიგი ღონისძიებები ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს პოპულარიზაციის, ქართული პროდუქციის ინდონეზიის ბაზარზე დამკვიდრების, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობის მიზნით.

ბმულები:

ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი
ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტი
ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩო კიევში