ორმხრივი ურთიერთობები საქართველოს და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის დამყარდა 1994 წლის 6 აპრილს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები იორდანიაში

  • გრეგორი ტაბატაძე (2014 წლის იანვრიდან - დღემდე);
  • ზურაბ ერისთავი (2009-2013);
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (2004-2009).

თანამშრომლობის სფეროები

საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ფუნქციონირებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირების განმტკიცებას.

საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო უწყებებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა 2010 წლის 9-11 თებერვალს ქ. ამანში. ამასთან, ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი სხვადასხვა დონის, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტი როგორც იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ისე საქართველოში.

საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფო ასევე თანამშრომლობენ პარლამენტთაშორის დონეზე.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ვითარდება ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში.

ბმულები:

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო