ურთიერთობები საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 15 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში:

  • იოსებ ჩახვაშვილი - (2014 წლის თებერვლიდან დღემდე)
  • გიორგი ჯანჯღავა - (16.04.2009-19.07.2013)
  • ლევან ასათიანი - (06.09.2004-01.03.2009)
  • ჯემშიდ გიუნაშვილი - (01.08.1994-16.01.2004)

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • აბას თალები ფარი - (2013 წლის ივლისი)
  • მაჯიდ სამადზადე საბერ - (2010 წლის თებერვალიდან დღემდე)
  • მოჯთაბა დამირჩილუ - (11.07.2007-2010 თებერვალი)
  • ჰოსეინ ამინიან თუსი - (2002-2006)
  • აბულფაზლ ხაზაი თორშიზი - (1999-2002)
  • აქბარ ამინიანი - (1996-1999)
  • ფერეიდუნ ჰაყბინი - (1993-1996)

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველო და ირანის ისლამური რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში. ორ ქვეყნას შორის არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, მაგ. პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოსა და ირანის საკანონმდებლო უწყებებს შორის.

ბმულები:

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო