ურთიერთობები საქართველოსა და ირლანდიას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირლანდიას შორის დამყარდა 1996 წლის 12 სექტემბერს.

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულები ირლანდიაში:

  • გიორგი ზურაბაშვილი 10.08.2014-დან დღემდე
  • გიორგი ჯანჯღავა 2013-2014
  • ირაკლი კოპლატაძე 2010-2013

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ირლანდიაში (რეზიდენციით ლონდონი):

  • გიორგი ბადრიძე 2009 - 2013
  • გელა ჩარკვიანი 2006 - 2009
  • ამირან კავაძე 2004 - 2006
  • თეიმურაზ მამაცაშვილი 1995 - 2004

ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2008 წლიდან საქართველოს გადაფარვა ხდება ბულგარეთის რესპუბლიკაში ირლანდიის საელჩოდან:

  • მაიკლ ფორბსი 2016 წლიდან დღემდე
  • პატრიკ კოლმანი 2015-2016 საქმეთა დროებითი რწმუნებული
  • ჯონ ბიგარი 2010-2015
  • ჯეფრი ქითინგი 2008-2010

1996-2007 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა რუსეთის ფედერაციაში ირლანდიის საელჩოდან:

  • ჯასტინ ჰარმანი 2004-2007
  • ჯეიმს შარკი 2002-2004
  • დევიდ დონგი 2000-2002
  • რონან მერფი 1996-2000

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რასაც გარკვეულწილად, ახალი ბიძგი მისცა დუბლინში საქართველოს საელჩოს გახსნამ.

ამასთან, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, რაც გამოიხატა ვიზიტების გაცვლის გზით. 2017-2018 წლებში, ირლანდიის პარლამენტმა სამჯერ მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია, რომელიც მკაფიოდ აფიქსირებს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას.  

საქართველოსა და ირლანდიას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 2 შეთანხმებას და არეგულირებს თანამშრომლობას საჰაერო ტრანსპორტის, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის სფეროებში.

ბოლო წლებში საგრძნობლად გააქტიურდა სექტორული თანამშრომლობა განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და სხვა სფეროებში.

2015 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ირლანდიის ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახურსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის.

 2015 წლის აგვისტოში დუბლინისა და ბათუმის პორტებს შორს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის მართვა და სერვისები, საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერის მობილიზება.

ასევე, აღსანიშნავია გააქტიურებული ურთიერთობები ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. 2014 წელს თბილისის მერის დავით ნარმანიას დუბლინში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისისა და დუბლინის დამეგობრების შესახებ.

2016 წელს კორკის საგრაფოს ხელმძღვანელობის აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს (County Cork) „დაძმობილებასთან“ (ე.წ. twinning) დაკავშირებით.

კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით, აღსანიშნავია 2012 წელს, თბილისში, ქართულ-ირლანდიური კინო-ფესტივალის ჩატარება. 2014 წლის ივნისში კი, დუბლინში საქართველომ, მასპინძლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო გემების საერთაშორისო ფესტივალში და წარადგინა მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.

გაღრმავდა კონტაქტები ორი ქვეყნის საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის. დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯმა (University College Dublin) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის 25 ივნისს გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი.

ბმულები:

საქართველოში ირლანდიის საელჩო
ირლანდიის საელჩო საქართველოში (რეზიდენციით სოფია)
ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი
ირლანდიის ოირექტასი (პარლამენტი)
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ოფისი