ურთიერთობები საქართველოსა და ისლანდიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ისლანდიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 21 სექტემბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ისლანდიის რესპუბლიკაში (რეზიდენციით კოპენჰაგენი):

  • ნიკოლოზ რთველიაშვილი 2011 - დღემდე
  • დავით კერესელიძე 2006-2011

ისლანდიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2008 წლიდან დღემდე ისლანდიის რესპუბლიკა საქართველოს ფარავს რეიკიავიკიდან.

  • ბენედიკტ ასგეირსონი 2008-დღემდე

1999-2006 წლებში საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში ისლანდიის რესპუბლიკის საელჩოს მიერ

  • ბენედიკტ იონსონი 2002-2006
  • იონ ეგილ ეგილსონი 1999-2002

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

ისლანდიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა არ გამოირჩევა აქტიურობით, თუმცა, დინამიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 6-7 ივნისს შედგა პირველი მაღალი დონის ვიზიტი. საქართველოს ეწვია ისლანდიის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი რაგნჰეიდურ ელინ არადოტირი, ისლანდიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სემინარი ენერგეტიკის თემაზე, სადაც ქართულმა და ისლანდიურმა კომპანიებმა განიხილეს განახლებადი ენერგიები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 27 ივნისს, ქ. ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) ყოვლისმომცველი თავისუფალის ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გარკვეული პოტენციალი, კერძოდ, გამოცდილების გაზიარება თევზჭერის მიმართულებით და საქართველოში ამ სექტორის ხელშეწყობა. შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოში თევზის (სკუმბრიის) ექსპორტი.

ასევე, შესაძლებელია, გეოთერმული ენერგიის მოპოვებასთან დაკავშირებით ისლანდიური გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარება.


ბმულები:

ისლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო