ურთიერთობები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დამყარდა 1992 წლის 1 ივნისს.

საქართველოს ელჩები ისრაელის სახელმწიფოში:

  • პაატა კალანდაძე - (2014-დღემდე)
  • არჩილ კეკელია - (2011 – 2013)
  • ვახტანგ ჯაოშვილი - (2008-2011)
  • ლაშა ჟვანია - (2005-2008)
  • რევაზ გაჩეჩილაძე - (1998-2004)

ისრაელის სახელმწიფოს ელჩები საქართველოში:

  • იუვალ ფუქსი - (2012-დღემდე)
  • იცხაკ გერბერგი - (2008-2012)
  • შაბთაი ცური -(2005-2008)
  • რივკა კოენი - (2001-2005)
  • ეჰუდ ეითამი - (1998-2001)
  • ლილი ხახამი -(1996-1998)
  • ბარუხ ბენ-ნერია - (1993-1996)

თანამშრომლობის სფეროები:

უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ვითარდება თანამშრომლობა საქართველოსა და ისრაელის დარგობრივ სამინისტროებს შორის; გაიმართა არაერთი მაღალი დონის ურთიერთვიზიტი და ჩამოყალიბდა თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები. საქართველოსა და ისრაელს შორის გაფორმებულია მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც ქმნის საფუძველს სხვადასხვა მმართულებებით ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

ბმულები:

ისრაელის სახელწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო