ურთიერთობები საქართველოსა და კანადას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები კანადასთან დამყარდა 1992 წლის 23 ივლისს;

2011 წლის მაისში ქ. ოტავაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები

  • ალექსანდრე ლაცაბიძე - (2012 წლის ივლისიდან- დღემდე)
  • ლევან მეტრეველი - ( 2011 - 2012 წ.წ.)
  • ბათუ ქუთელია - (2009 წლიდან - 2011), (რეზიდენციით ქ. ვაშინგტონი, აშშ),
  • ვასილ სიხარულიძე - (თებერვალი, 2006 - 2009), (რეზიდენციით ქ. ვაშინგტონი, აშშ),
  • ლევან მიქელაძე - (ივნისი, 2002 - იანვარი, 2006), (რეზიდენციით ქ. ვაშინგტონი, აშშ),
  • თედო ჯაფარიძე - (ივლისი, 1994 - მარტი, 2002), (რეზიდენციით ქ. ვაშინგტონი, აშშ).

საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები (რეზიდენციით ქ.ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა):

  • ჯონ ჰოლმსი - (2012 წლის აპრილიდან-დღემდე)
  • მარკ ბეილი - (2008- 2012),
  • ივ ბროდო - (2005-2008წწ.),
  • მაიკლ ლეირი - (2002-2005წ.წ.),
  • ჟან-მარკ დუვალი - (1999-2002წ.წ.),
  • მაიკლ მეისი - (1996-1999 წ.წ.),
  • პეტერ ჰენკოკი - (1993-1996წ.წ.).

თანამშრომლობის სფეროები

კანადა ტრადიციულად არის საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობას კანადასთან, რომელიც არის ნატო-სა და დიდი რვიანის წევრი ქვეყანა და რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარება.

საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში. კანადა მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

2009 წლიდან რეგულარულად იმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და კანადას შორის.

საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ბოლო რაუნდი ჩატარდა 2014 წლის 28 მარტს, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-კანადის თანამშრომლობის მიმდინარე და პერსპექტიული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

ბმულები:

კანადის საელჩო თურქეთში
კანადის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტი
კანადის პრემიერ მინსიტრის ოფისი
კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (CIDA)