ურთიერთობები საქართველოსა და კატარს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და კატარს შორის დამყარდა 1993 წლის 16 მარტს.

საქართველოს ელჩი კატარში (რეზიდენციით დოჰაში):

  • გოჩა ჯაფარიძე -  (2007-2009, რეზიდენციით ქუვეითში)
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - (2009 წლიდან 2012 წლის 31 ოქტომბრამდე, რეზიდენციით ქუვეითში)
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - (2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე)

კატარის ელჩი საქართველოში:

  • ბ-ნი მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფა - 07.2015-დღემდე;
  • ბ-ნი მუჰამედ ბინ ხამის ნასირ ალ კუვარი (რეზიდენციით ქ. თბილისი) - 08.08.2013-07.2015;
  • ბ-ნი აბდალრაზაკ აბდალჯელილ აბდალღანი ალ-აბდალღანი (რეზიდენციით ქ. ანკარა) - 03.12.2009 - 2013

თანამშრომლობის სფეროები

საქართველსო მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 1 ნოემბრიდან კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო. ქართული მხარის საპასუხოდ 2013 წლის აგვისტოში გაიხსნა კატარის სახელმწიფოს საელჩო საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში. მხარეები აქტიურად მუშაობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციების გამართვის, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, ბიზნეს ფორუმების ორგანიზებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები, როგორც დოჰაში, ასევე თბილისში. კატარელი ინვესტორები გამოხატავენ დიდ ინტერესს საქართველოში ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ინვესტიციების განხორციელების საკითხში.

ბმულები:

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საელჩო კატარში