ურთიერთობები საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 9 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები კვიპროსის რესპუბლიკაში:

2005-2008 წლებში კვიპროსის გადაფარვა ხორციელდებოდა ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ.

  • ლაშა ჟვანია - 2005-2008

2008 წლიდან კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნდა საქართველოს საელჩო.

  • რევაზ ლომინაძე - 2016 წლის მაისი - დღემდე
  • რევაზ ლომინაძე (საქმეთა დროებითი რწმუნებული) 2014 - 2016
  • ზურაბ ბექაია (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 2013 - 2014
  • გაიოზ ჯაფარიძე (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 2012-2013
  • ვლადიმერ კონსტანტინიდი - 2009-2012
  • პეტრე კანკავა (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 2008-2009

კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2005-2010 წლებში კვიპროსის რესპუბლიკა საქართველოს გადაფარვას ახორციელებდა რუსეთის ფედერაციიდან.

  • ლეონიდას პანტელიდისი Leonidas Pantelidis

2010 წლიდან დღემდე საქართველოს გადაფარვა ხორციელდება საბერძნეთის რესპუბლიკიდან.

  • კირიაკოს კენევეზოს (Kyriacos Kenevezos) - 2014 - დღემდე
  • ფედონ ანასთასიუ (Phaedon Anastasiou) - 2013-2014
  • იოზეფ იოზეფი (Joseph Joseph) - 2010-2013

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა თანამშრომლობა საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის. ქვეყნებს შორის ხელმოწერილია რვა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, საჰაერო მიმოსვლა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხები და დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა.

ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, 2015 წელის 5 ნოემბერს კვიპროსში შეიქმნა საქართველო-კვიპროსის ერთობლივი ბიზნეს ასოციაცია.

ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კვიპროსის დაბა ღალიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ღვთისმშობლის სახელობის ქართული მონასტერი, რომლის არქეოლოგიური კვლევა 2006 წელს დაიწყო. არქეოლოგიური სივრცე ოფიციალურად 2014 წლის 29 აპრილს გაიხსნა. 2015 წლის 5 დეკემბერს თბილისში გაიმართა კვიპროსში ღალიის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა.

ბმულები:

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში
კვიპროსის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. ათენი)
კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი
კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტი