საქართველოსა და კოსტა რიკის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და კოსტა რიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1998 წლის 5 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები კოსტა-რიკის რესპუბლიკაში:

2012 წლის აგვისტოდან საქართველოს ჰყავს არარეზიდენტი ელჩი კოსტა-რიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), მალხაზ მიქელაძე.

კოსტა-რიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

მიმდინარეობს მუშაობა კოსტა რიკის მიერ საქართველოს დიპლომატიურ გადაფარვაზე.

ორმხრივ პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, ღრმავდება თანამშრომლობა ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა, განათლება და გარემოს დაცვა.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილია და მოქმედებს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი. აღსანიშნავია თანამშრომლობის მზარდი დინამიკა მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეებს შორის რეგულარულად იმართება მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.

ბმულები:

კოსტა-რიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტთა სამინისტრო