საქართველოსა და კუბის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და კუბის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 18 აპრილს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები კუბის რესპუბლიკაში:

  • გია ნიკოლაიშვილი - 2015 წლის 18 ნოემბრიდან დღემდე (რეზიდენციით ქ. ჰავანა) 
  • მალხაზ მიქელაძე - 2011 წლის სექტემბერი - 2015 წლის აპრილი, (რეზიდენციით ქ. მეხიკო).

კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ომარ სენონ მედინა კინტერო - 2013 წლის თებერვლიდან დღემდე (რეზიდენციით ქ. ბაქო).
  • მარსელო კაბალიერო ტორესი - 2008 წლის ივლისი - 2012 წლის სექტემბერი (რეზიდენციით ქ. ბაქო).
  • ხულიო გარმენდია პენია - 2007 წლის იანვარი - 2008 წლის ივლისი (რეზიდენციით ქ. კიევი).
  • მარტი მარტინეს ხორხე - 2003- 2006 წ.წ., (რეზიდენციით ქ. მოსკოვი).
  • კარლოს პალმაროლა კორდერო - 2000 -2003 წწ., (რეზიდენციით ქ. მოსკოვი).

პოლიტიკური დიალოგის განვითარებასთან ერთად, თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ეკონომიკა, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი, განათლება. ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ტრადიციული მიმართულებების განვითარებაზე. ამ კუთხით, უნდა აღინიშნოს ჯანდაცვის სფეროში კუბის მხარის გამოცდილების გაზიარება, სპორტის გუნდურ სახეობებში ერთობლივი შეკრებების და წვრთნების განხორციელება, გაცვლები ხელოვნების წრეების წარმომადგენლებს შორის. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და ბიზნეს-წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობის გზით.

მხარეებს შორის რეგულარულად იმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ორმხრივი ვიზიტების, ისე საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.

კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: კუბის რესპუბლიკა, ქალაქი ჰავანა, მირამარ პლაიას რაიონი, ქუჩა N 12 და შენობა 521; 
ტელ: (+53) 7 202 2227;
მობ: (+53) 551 09 057, (+53) 521 19 595

ბმულები:

კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

კუბის რესპუბლიკის საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში